"ვი­ტე­სის" მო­რი­გი და­ნა­კარ­გი და ქარ­თუ­ლი დერ­ბი თურ­ქეთ­ში

AutoSharing Option
2012 წე­ლი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და ბევრ ევ­რო­პულ ლი­გა­ში უკ­ვე პა­უ­ზაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. ასე რომ, წი­ნა­საა­ხალ­წ­ლო პე­რი­ოდ­ში ლე­გი­ო­ნის მი­მო­ხილ­ვა უფ­რო მცი­რე იქ­ნე­ბა.

ხში­რად ჩვენ­თ­ვის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი სრუ­ლი მი­მო­ხილ­ვის დრო­საც არა­ფე­რი ხდე­ბა. ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყოს, დღეს ქარ­თ­ველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ მიღ­წე­ვებ­ზე რომ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

ჰო­ლან­დი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში კვლავ და­სა­ნა­ნი ქუ­ლე­ბი და­კარ­გა "ვი­ტეს­მა" და მარ­თა­ლია, ერე­დი­ვი­ზი­ეს ლი­დე­რებს, პსვ-სა და "ტვენ­ტეს" მხო­ლოდ ორი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე მე­ოთხე ად­გი­ლამ­დეა ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი.

არა­და, არ­ნე­მე­ლე­ბი შინ "ვა­ალ­ვიკ­თან" 93-ე წუ­თამ­დე იგებ­დ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც ფრეს დას­ჯერ­დ­ნენ - 2:2.

"ვი­ტე­სის" კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ
მატ­ჩი სრუ­ლად ჩა­ა­ტა­რა, ხო­ლო გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია და ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, გა­ნაცხადს მიღ­მა დარ­ჩ­ნენ.

გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გა­ში "ბო­ხუმ­მა" "პა­დერ­ბორნს" უმას­პინ­ძ­ლა და 4:0 გა­ა­ნად­გუ­რა, თუმ­ცა ამა­ში ქარ­თ­ვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი არ შე­უ­ტა­ნი­ათ. უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ნი­კო­ლოზ გე­ლაშ­ვილს ამ მატ­ჩ­ში ტრავ­მის გა­მო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღია, ალექ­სან­დ­რე იაშ­ვი­ლი კი მო­ე­დან­ზე 73-ე წუთ­ზე შე­ვი­და. ამ დრო­ის­თ­ვის ან­გა­რი­ში 3:0 იყო.

მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გა­ში 1 თე­ბერ­ვ­ლამ­დე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, "ბო­ხუ­მი" კი ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იბ­რ­ძ­ვის. დღე­ის­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლე­ბის გუნ­დი 20 ქუ­ლით მე-15 ად­გილ­ზეა და გა­სა­ვარდნ ზო­ნას ოთხი ქუ­ლით უს­წ­რებს.

თურ­ქე­თის სუ­პერ­ლი­გა­ში 17 დეკემბერს ჩვენ­თ­ვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა - ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის "ქა­ი­სე­რის­ფო­რი" შო­თა არ­ვე­ლა­ძის "ქა­შიმ­ფა­შას" უმას­პინ­ძ­ლებს.

ზედ­მე­ტია იმის შეხ­სე­ნე­ბა, რომ სულ ცო­ტა ხნის წინ არ­ვე­ლა­ძე "ქა­ი­სე­რის" წვრთნი­და. დღე­ის­თ­ვის "ქა­შიმ­ფა­შა" 23 ქუ­ლით მე­ექ­ვ­სე პო­ზი­ცი­ა­ზეა, ხო­ლო "ქა­ი­სე­რი" - 16 ქუ­ლით მე-15-ეზე.

იტა­ლი­ის სე­რია B-ში "ემ­პო­ლიმ" სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ვი­ჩენ­ცას" 2:0 სძლია, თუმ­ცა კვლავ ქარ­თ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე ითა­მა­შა - ლე­ვან მჭედ­ლი­ძე და ირაკ­ლი შე­ყი­ლა­ძე გა­ნაცხად­შიც არ ყო­ფი­ლან.

სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში "მო­რო­კა" "ბლუმ­ფორ­ტე­ინს" ეს­ტუმ­რა და 1:2 და­მარ­ცხ­და. გი­ორ­გი ნერ­გა­ძე "მო­რო­კას" ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 89-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ერ­ლი­გა­ში კვლავ ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი გუნ­დე­ბი ლი­დე­რო­ბენ. კა­ხა ცხა­და­ძის "ინ­ტერ­სა" და გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძის "სი­მურგს" 30-30 ქუ­ლა აქვთ, თუმ­ცა "ინ­ტერ­მა" კონ­კუ­რენ­ტ­ზე ერ­თი მატ­ჩით ნაკ­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

"ინ­ტერ­მა" სტუმ­რად 2:0 და­ა­მარ­ცხა "ქი­ა­ფა­ზი". ბა­ქო­ელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შეს გი­ორ­გი ლო­მა­ი­ამ და ილია კან­დე­ლაკ­მა, ბა­ჩა­ნა ცხა­და­ძე სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 70-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, ვა­ლე­რი აბ­რა­მი­ძე კი თა­მაშ­ში 59-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო. გა­ნაცხად­ში იყო "ინ­ტე­რის" სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე რე­ვაზ თევ­დო­რა­ძეც. "ქი­ა­ფა­ზის" რი­გებ­ში მო­ე­დან­ზე 90 წუ­თი გა­ა­ტა­რა გი­ორ­გი სე­ფი­აშ­ვილ­მა.

"სი­მურ­გ­მა" "გა­ბა­ლას­თან" გას­ვ­ლით მატ­ჩ­ში მძი­მე ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, 77-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით 1:0 გა­ი­მარ­ჯ­ვა.

"ბა­ქი­სა" და "ყა­რა­ბა­ხის" შეხ­ვედ­რა ფრედ, 0:0 დას­რულ­და. გი­ორ­გი ფოფხა­ძე ბა­ქო­ელ­თა სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე იჯ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი ან­გა­რი­ში და­ფიქ­სირ­და აზალ-ისა და "თუ­რა­ნის" და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. გო­გი ფი­ფია "თუ­რა­ნის" რი­გებ­ში მე-60 წუ­თი­დან გა­მოჩ­ნ­და, მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ კი თა­მაშს თვა­ლი სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი­დან ადევ­ნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული