ნიკოლაი პავლოვი: დავით თარგამაძეს საკუთარ თავზე სამუშაო კიდევ აქვს

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა უკრაინული გამოცემა Football.ua-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში უკრაინის ჩემპიონატის სეზონის ზაფხული-შემოდგომის ნაწილი შეაფასა და გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე - დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე ისაუბრა.

- გასული წლის ზამთარში დავით თარგამაძე "ოლექსანდრიიდან" "შახტარში" გადადიოდა. მას უთხრეს, რომ "ილიჩევეცში" იჯარის წესით მხოლოდ ზაფხულამდე გაჩერდებოდა, მაგრამ უკვე ზამთარია, დათო კი კვლავ მარიუპოლშია. მოტივაცია ხომ არ გაუქრა ან ფსიქოლოგიური კრიზისი ხომ არ აქვს? ერთია, ითამაშო "შახტარში", ხოლო მეორე "ილიჩევეცში"...
- მე ყოველ შემთხვევაში, მისი დეპრესია არ შემინიშნავს. მას კარგი პირობები
აქვს, ჰყავს ის მანქანა, რომელიც სურდა და არც სათამაშო პრაქტიკა აკლია.

მახსოვს, დათო "შახტართან" შეკრებაზე რომ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენთან დაბრუნდა. როგორც ჩანს, კონკურენციას ვერ გაუძლო.

თუ დააკვირდებით, რა სიხშირით გამოდის თარგამაძე ძირითად შემადგენლობაში, მიხვდებით, რომ ის არც ჩვენთან ხვდება ყოველთვის პირველ თერთმეტ ფეხბურთელში. ამიტომ დავითს კიდევ აქვს სამუშაო საკუთარ თავზე.

- არაა გასაკვირი, რომ თქვენი გუნდის საუკეთესო დრიბლიორი თორნიკე ოქრიაშვილია. თუმცა არ გიკვირთ ის ფაქტი, რომ გუნდში ოქრიაშვილის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლაა (231)?

- მოდით, ჯერ დრიბლინგზე ვთქვათ. აი, თქვენ ამბობთ, რომ გუნდში ოქრიაშვილი საუკეთესო დრიბლიორია, მაგრამ 50 პროცენტს აქედან თორნიკე უკან ასრულებს.

- და ორთაბრძოლები?
- მან ეს რიცხვი თავიდან დააგროვა, როცა მას ნდობა გამოვუცხადეთ, ის ძალიან მონდომებული იყო. ადრე ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და როგორც ვიცი, მაშინ მისი გათავისუფლებაც კი უნდოდათ.

ჩვენ დროს კი მან რეგულარულად დაიწყო თამაში და ბუნებრივია, გამოცხადებული ნდობის გამართლება სურდა და კარგი პრესაც მიიღო. ხოლო ბოლოსკენ ის ცოტა გადაიღალა... ან შეიძლება სხვა რამეც იყო.

ასევე იხილეთ:
"ილიჩევეცის" მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილის "შახტარში" წასვლას უარყოფს
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი რა, ბატონო გუჯა! ექსტრა კლასის მონაცემები სად დაუნახეთ რომელიმეს!
გაუმარჯოს ორივეს, მარა ეს აქაური ჟურნალისტები რო აიყვანენ ხოლმე ცაში, თქვენც ნუ აყვებით, რა!
დუდუ
21:23 18-12-2012
0
ყველას რომ მზამზარეული უნდა.

უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს დრო ასე არ უნდა გააფლანგვინო.

ავარჯიშეთ და ორივესგან ექსტრა კლასის ფეხბურთელს მიიღებთ!!!!
guja_kakhadze
19:02 18-12-2012
0

სიახლეები პოპულარული