"პოლონიას" ფინანსური პრობლემები აქვს და ამიტომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები სხვა სამუშაო ადგილს ეძებენ და მათ რიცხვში დვალიშვილიც არის.
sport.pl-ის ცნობით, ქართველი თავდამსხმელის გადაბირებით შვეიცარიული, რუსული და უკრაინული კლუბები არიან დაინტერესებულნი, ხოლო კლუბების სახელები არ ხმაურდება.
აქვე გეტყვით, რომ დვალიშვილმა ფიფაში საჩივარი შეიტანა, რადგან უკვე რამდენიმე თვეა, ხელფასი არ მიუღია. ამიტომ შესაძლოა, ახლო მომავალში მან თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ზაფხულში უკრაინული "ზარია" ეპატიჟებოდა.