ჰოლანდიურ და რუსულ კლუბებს შორის 19 წლის ქართველის ხუთთვიანი იჯარის თაობაზე შეთანხმების შესახებ ჯერ ნიდერლანდების პრესაში დაიწერა, შემდეგ კი ინფორმაცია მედიასთან თავად გიორგიმაც დაადასტურა (იხილეთ ვრცლად).
გარიგების შესახებ ისაუბრა ფიფას აგენტმა რომან ორეშჩუკმაც, რომელიც კომპანია "საფეხბურთო სააგენტო - CA"-ს წარმოადგენს.
მისი თქმით,"ალანიამდე" ჭანტურიას ცსკა-ს სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბმა ქართველი არ ისურვა.
"სამი კვირის წინ "ვიტესის" ფეხბურთელი ჭანტურია ცსკა-ს შევთავაზე. ცსკა-ს ქართველი არ მოეწონა,
ვნახოთ, რა გამოვა. გაზაევმა "ალანიაში" მისი წაყვანა უმალ ისურვა, ჩემი აზრით კი, ჭანტურია მართლაც კარგი მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს.
ჭანტურიას აყვანა უფასოდ, გამოსყიდვის უფლებით შეიძლებოდა, მაგრამ ცსკა ამან არ დააინტერესა", - დაწერა ორეშჩუკმა თავის "თვითერზე".
მომზადებულია championat.com-ის მიხედვით
სამწუხაროდ მართალი ხარ, ეტყობოდა ქცევებზე თავიდანვე ამ ბიჭს რო ვერ ქონდა დალაგებული თავში ყველაფერი