"ბოხუმი" გერმანიის თასზე "შტუტგარტს" ესტუმრება

AutoSharing Option
"ბოხუმი", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი იცავენ, მეორე ბუნდესლიგაში არცთუ წარმატებულად ასპარეზობს და მხოლოდ და მხოლოდ იქ დასარჩენად იბრძვის.

სამაგიეროდ, კარგად მისდის საქმეები გერმანიის თასის გათამაშებაში. "ბოხუმმა" გზიდან "ჰაიდენჰაიმი", "ჰაველსე" და "მიუნხენ 1860" ჩამოიცილა და მეოთხედფინალში გააღწია.

წილისყრამ "ბოხუმს" მეტოქედ "შტუტგარტი" არგუნა. ქართველების გუნდი ამ მატჩს 26 თებერვალს, სტუმრად ჩაატარებს.

მეოთხედფინალის ცენტრალური დაპირისპირება კი ორ საუკეთესო გერმანულ გუნდს შორის გაიმართება - "ბაიერნი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული
ალექსანდრე
იაშვილი: ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული