პოლონური "იაგელონიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბშიც მოახერხა თავის დამკვიდრება, ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც გახდა და ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
"ეს აღიარება ჩემთვის მოულოდნელიც იყო და ძალიან სასიამოვნოც. ცხადია, სასიამოვნოც, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა და მათ შორის გამორჩევა პატარა ამბავი არ არის.
შევეცდები, მომავალში დავამტკიცო, რომ ეს პრიზი
"იაგელონიას" ფეხბურთელი მიღწეულით დაკმაყოფილებას დაუშვებლად მიიჩნევს:
"მხოლოდ წარსულით კმაყოფილება ფეხბურთელს არაფერს არგებს. არ მსურს, რომ პრიზები მხოლოდ წარსულში მქონდეს. გაცილებით მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და საამისოდ შრომა ნამდვილად არ მეზარება.
მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ გაცილებით მეტი შრომა არის საჭირო, რომ 2013 წელიც წარმატებული იყოს".
ნიკას სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ:
"ჯერჯერობით კლუბში ვრჩები და სეზონისთვის ისევ "იაგელონიაში" მოვემზადები. პოლონეთის ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის კარგი ტრამპლინია და ვცდილობ, ეს შანსი კარგად გამოვიყენო.
გუნდში მენდობიან, მათამაშებენ და თავის გამოჩენის საშუალება მაქვს. მაგრამ, შესაძლოა, ზაფხულისთვის კლუბის შეცვლაზე დავფიქრდე.
არ დავმალავ, რომ არის შანსი, კარიერა უკეთეს ჩემპიონატში გავაგრძელო".
როგორც ჩანს, ძალამიძეს აქვს ინფორმაცია იმ "უკეთესი ჩემპიონატის" კლუბზე, რომლის წარმომადგენლებიც მას აკვირდებიან, მაგრამ ჯერ კლუბის დასახელებას ერიდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკა ძალამიძე: შევეცდები, პოლონეთი ტრამპლინად გამოვიყენო
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]