კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ისრაელში გასასინჯად მიდიან.
რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი თელ-ავივში 11 იანვარს მოსკოვიდან გაემგზავრება, შეკრება კი ეილათში 29 იანვრამდე გასტანს, სადაც გუნდი რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა ბოლო დრომდე გორის "დილას" ღირსებას იცავდნენ. რაც შეეხება მარცვალაძეს - რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" დატოვების შემდეგ ფორვარდი უგუნდოდ იყო და ინდივიდუალურად ემზადებოდა.
მომზადებულია fc-skaenergy.ru-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ლაშა სალუქვაძე: "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტს ისრაელში გავაფორმებ
ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...
"სკა-ენერგია": მარცვალაძისთვის ბილეთები უკვე ნაყიდია, რევიშვილი არ გვინდა
გორის "დილაში" კრება ჩატარდა - ცვლილებები იქნება
გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" დაინიშნა