აკაკი ხუბუტიას ჩეხური შანსი - საქართველოს ნაკრების მცველი "პლზენთან" ვარჯიშობს

AutoSharing Option
აკაკი ხუბუტია ჩეხური "პლზენის" შემადგენლობაში ვარჯიშობს, რისი ამსახველი ფოტოებიც კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გასული სეზონის პირველი ნახევარი რუმინულ "გაზ მეთანში" გაატარა.

ხუბუტიამ "პლზენის" მაისურით პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. "პლზენმა" ქვედალიგელი "დუბრავკა" 7:1 გაანადგურა, ხუბუტია კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. იმ დროისთვის ანგარიში 3:1 იყო.
Sportall.Ge
აკაკის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა. რაც შეეხება "პლზენს", პირველი წრის შემდეგ ეს გუნდი ჩეხეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალშიც არის გასული, სადაც იტალიურ "ნაპოლის" შეხვდება.

Sportall.Ge

ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ,
ხუბუტიასთვის "პლზენში" მოხვედრა კარიერაში წინგადადგმული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აკაკი ხუბუტიამ რუმინეთი დატოვა - მცველის მენეჯერს დუშან უჰრინი დაელაპარაკა
აკაკი ხუბუტია: ისეთი გამწარებული ვიყავი, რუმინეთში დაბრუნება აღარ მინდოდა
აკაკი ხუბუტია: საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩისგან მაქსიმუმის მიღება უნდა ისწავლოს
აკაკი ხუბუტია გადარჩა - "სამსუნსფორის" ავტობუსს მატარებელი შეასკდა! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული