ირაკლი მესხია - სამი წლით ხარკოვის "მეტალისტში"

AutoSharing Option
პირველი ლიგის გუნდის, კიევის "ობოლონის" შემტევი ნახევარმცველი ირაკლი მესხია უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ხარკოვის "მეტალისტის" ფეხბურთელი გახდა.

ინფორმაცია მოთამაშის ოჯახში გაგვიმხილეს - საკითხი გადაწყვეტილია და შეთანხმება მალე ოფიციალურად გაფორმდება, მესხია ხარკოვული კლუბის ღირსებას სამი წლით დაიცავს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესხიაზე მეორედ ვწერთ. "ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას უკრაინის პრემიერლიგის კლუბში გააგრძელებდა.

მას დონეცკის "მეტალურგსა" და მარიუპოლის "ილიჩევეცში" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მესხიამ არჩევანი ხარკოვის "მეტალისტის" სასარგებლოდ გააკეთა.

თუმცა ორი დღის წინანდელი ინფორმაცია ტყუილი არ ყოფილა და
მესხია უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" მართლაც ითამაშებს.

პირველი წრის შემდეგ კარპატელები უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე არიან და გავარდნის კანდიდატები არიან. გაუგებარი იყო, "ობოლონის" მოთამაშე რამ აიძულა, კონტრაქტი ისეთ გუნდთან გაეფორმებინა, როდესაც სავსებით შესაძლებელია, ნახევარ წელიწადში უჟგოროდელებმა ისევ პირველ ლიგაში იასპარეზონ.

ახლა ყველაფერი გასაგებია: ხარკოველები ფეხბურთელს ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მაგრამ ჯერ ძირითადში ვერ ათამაშებენ, მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა არ სურდათ და ამიტომ იჯარით "გოვერლა-ზაკარპატიეში" გაუშვეს.

ირაკლი უახლოეს პერიოდშიც სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპს სწორედ კარპატელებთან ერთად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ შემტევი ნახევარმცველი მესხია უკრაინის მოქალაქეა. 2012 წელს ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამივე შეხვედრაში ათამაშა.

10 იანვარს კი კიევის "დინამოს" ბაზაზე, კონჩე-ზასპეში სერგეი კოვალეცმა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები შეკრიბა - მის მიერ გამოძახებულ მოთამაშეთა შორის ირაკლი მესხიაც არის.

კოვალეცის გუნდი იანვრის ბოლოს (19-27 იანვარი) პეტერბურგში გაემგზავრება და "თანამეგობრობის თასზე" ჯგუფიდან გასასვლელად ლიტვას, მოლდოვასა და თურქმენეთს დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე კოვალეცი ფეხბურთელებს დააკვირდება და მხოლოდ 17 იანვარს გადაწყვეტს, პეტერბურგში ვის წაიყვანს.

უკრაინაში პოპულარულმა ტელეკომენტატორმა სერგეი მოროზოვმა მესხიას გამოძახება ასე შეაფასა:

"დღეს უკრაინაში შემოქმედებითი სტილის მოთამაშეთა კატასტროფული დეფიციტია. ბურიაკები აღარ გვყავს, მით უფრო, ახალი თაობის მოთამაშეთა შორის. ამიტომ, ლოგიკურია, კოვალეცმა არჩევანი მესხიაზე რომ შეაჩერა.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკის სტილის მიმდევარი არ არის და "მუშებზე" მეტად შემოქმედებით მოთამაშეებს ენდობა. მესხია კი თავის თაობაში ამ თვისებებით აშკარად გამორჩეულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მორიგი ქართველი პერშა ლიგაში? ირაკლი მესხიას "ზაკარპატიეში" იწვევენ
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
ირაკლი მესხიაზე უკრაინაში ნადირობა გააჩაღეს
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
ირაკლი მესხიამ უკრაინა აალაპარაკა - მისი ნაკრებში გამოძახება უნდა ვიჩქაროთ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ირაკლი ღმერთმა დაგლოცოს და სულ გამარჯვებით გატაროს. ყველა ახალ წელს ახალი წარმატებები მოეტანოს შენთვის და შენი ოჯახისთვის. ქართველი გუშემატკივარი გაიოზი
gizog
12:56 11-01-2013
0
მაგარი კაცია ტავის საკმეს 5 აკეტებს გმერტმა სულ გაგიმარტლოს
cotne
16:12 11-01-2013
0

სიახლეები პოპულარული