სანდრო კობახიძე: "დნიპროში" ძალიან კარგი და მეგობრული ატმოსფეროა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ალექსანდრე კობახიძე და ჯაბა კანკავა მარბელაში, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ერთად, შეკრებას გადიან.

თუკი ჯაბა ხუანდე რამოსის გუნდში შარშან შემოდგომითვე დამკვიდრდა, აქამდე კიევის "არსენალში" იჯარით მოთამაშე სანდრო ახლა ცდილობს "დნიპროში" თავის გამოჩენას.

"სპორტ ექსპრესის" უკრაინული ვერსიის კორესპონდენტი ვადიმ ტახტერინი მარბელაში "დნიპროს" სტუმრობდა, სადაც კობახიძესთან ინტერვიუც ჩაწერა.

ამასთან, კლუბის ოფიციალურმა საიტმა კობახიძეზე ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა.

Sportall.Ge"სპორტ-ექსპრესი" (უკრანია):
ხუთი წლის წინ ალექსანდრე კობახიძე "დნიპროს" მოთამაშე გახდა, თუმცა ახალ კლუბში სულ მეოთხედი საათი ითამაშა.

"ფეთქებადი" ქართველი ჰავბეკი შარშან "არსენალში" გაიხსნა და აი, იჯარიდან
დაბრუნებულმა დნეპროპეტროვსკულ კლუბში დამკვიდრების ახალი შანსი მიიღო, რომელსაც ეკუთვნის კიდეც მისი კონტრაქტი.

- სანდრო, როგორ ატარებთ პირველ დღეებს თქვენს ძველ-ახალ გუნდში?
- ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით აქამდე არ მიმუშავია. ის ჩემთვის ახალი მწვრთნელია და ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, საწვრთნელი პროცესი ჩემთვის უჩვეულოა.

თუმცა, გლობალურად თუ შევხედავთ, შეკრებებზე მუშაობის პრინციპები ყველა გუნდში საერთოა - ყურადღება ფიზიკურ მომზადებასა და ბურთთან მუშაობაზე მახვილდება.

შეკრება ნორმალურად მიმდინარეობს, ვემზადებით სეზონისთვის.

- მას შემდეგ, რაც "დნიპრო" დატოვეთ, გუნდში ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და შეიძლება ითქვას, ახალი კოლექტივია. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?
- "დნიპროში" ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფეროა. უმალ გაგრძნობინებენ, რომ აქ უცხო და ახალბედა არ ხარ. ყველანი ძალიან კომუნიკაბელურები, ერთად შეკრულები არიან და მათთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. თანაც, აქ ბევრს ვიცნობ. ასევე, დიდად მეხმარება ჩემი მეგობარი ჯაბა კანკავა.

- "დნიპროს" ბოლო წლებში გვერდიდან ადევნებდით თვალს. როგორ შეიცვალა გუნდი ამ ხნის განმავლობაში?
- ჩემი აზრით, გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა ტაქტიკურად და უფრო საინტერესო შემტევ ფეხბურთს აჩვენებს. "დნიპრო" უკრაინის ჩემპიონატში მეორე ადგილსაც დამსახურებულად იკავებს.
VideoSportall.Ge
დნიპრომ სანდრო კობახიძეს სიუჟეტი მიუძღვნა

- 5 წლით უკან დავბრუნდეთ. რატომ ვერ შეძელით მაშინ "დნიპროში" დამკვიდრება? მაშინ შეკრებაზე ოლეგ პროტასოვზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ, თუმცა არც მან და არც ვლადიმირ ბესონოვის ხელმძღვანელობისას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მოგეცათ...
- გულწრფელად გითხრათ, დიდად არ მსურს წარსულის გახსენება. ის დრო უკვე დავივიწყე და დღეს მაქვს ის, რაც მაქვს.

ეს ფეხბურთია. ხდება ხოლმე, რომ ურთიერთობა მწვრთნელთან არ ეწყობა. ისე მოხდა, რომ "დნიპროში" ვერ გავშინაურდი, მაგრამ ვიმეორებ - ეს უკვე წარსულია და დღევანდელობასთან მას კავშირი არ აქვს.

- "დნიპროს" კარში გატანილი გოლი პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო?
- ტყუილი გამომივა, თუ ვიტყვი, რომ იმ გოლს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. იყო განსაკუთრებული ემოციები. თუმცა, პირველ რიგში, გოლი გუნდისთვის იყო მნიშვნელოვანი - ბოლო წუთზე გავათანაბრეთ ანგარიში.

Sportall.Ge- "არსენალში" გაიხსენით - კარგად ათამაშდით ჩემპიონატში, დაუბრუნდით საქართველოს ნაკრებს. ეს წარმატება რამ განაპირობა?
- ალბათ, იმან, რომ ჩემი გუნდი აღმოვაჩინე. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მენდობოდა მწვრთნელი, მაძლევდა შანსს. ასეთ ვითარებაში თავის გამოჩენა იყო საჭირო და ეს გამოვიდა კიდეც.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის მწვრთნელის ინიციატივა, ნახევარდაცვაში მარჯვნივ დაეყენებინეთ?
- საერთოდ, ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფლანგზე ვითამაშებ.

რაც შეეხება თავდასხმაში ჩემს დაყენებას, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო. ოდესღაც ამ პოზიციაზე მათამაშებდნენ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

მაგრამ პროფესიონალი ვალდებულია, ყველგან ითამაშოს, სადაც ეტყვიან და დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულოს.

- კიევის "დინამო" თქვენით მართლა ინტერესდებოდა?
- კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ მხოლოდ საუბრობდნენ და ისიც კი არ ვიცი, უნდა დავიჯერო თუ არა. მხოლოდ ფაქტებს ვენდობი, მე კი არავინ დამკავშირებია.

მაქვს მოქმედი კონტრაქტი "დნიპროსთან" და წარმოდგენა არ მაქვს, სხვაგან რა ხდება.

- უკვე ხუთი წელია, უკრაინაში ხართ, მაგრამ სახლი მაინც საქართველოა?
- (ეღიმება) ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე მომიხდა. აქ რომ კიდევ თუნდაც 10 წელი ვითამაშო, მაინც სტუმარი ვიქნები. მე საქართველოში დავიბადე, იქ არიან ჩემი უახლოესი ადამიანები.

მაგრამ უკრაინა ჩემთვის უცხო ქვეყანა აღარაა. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როგორც საფეხბურთო კუთხით, ისე ცხოვრებისეული.

P.S. სანდრო კობახიძემ და ჯაბა კანკავამ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ლინენსესთან" საკონტროლო მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთად მეორე ტაიმი ჩაატარეს. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასურველი და აუცილებელია ძირითადში ადგილის დამკვიდრება,თორემ ჯანო ანანიძესავით კლასის ამაღლების მაგიერ მოხდეს პირიქით.თუ ყველაფერი კარგად იქნა,რისი დიდი იმედიც გვაქვს ქართველებს "დნეპრი"ტრამპლინი იქნება კარგი ევროპული გუნდისაკენ.აბა წარმატებები
ვახვახ
10:22 19-01-2013
0
ერთია დარჩება თუ არა მეორე დაიმკვიდრებს თუ არა ძირითადში ადგილს ... წარმატებები ..
დავით ქართველიშვილი
00:18 19-01-2013
0

სიახლეები პოპულარული