შოთა არველაძე: "ქასიმფაშაში" ქართველის დამატებაზე ჯერ არ ვფიქრობ

AutoSharing Option
ფოტოზე: ფათიჰ თერიმი (მარცხნივ) და შოთა არველაძე მატჩის შემდეგ

თურქეთის ჩემპიონატი განახლდა და მყის სასიამოვნო ამბავიც მოხდა - შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" ლომთა ლომი, "გალათასარაი" დაამარცხა - 2:1.

ფათიჰ თერიმის "გალათასარაი" ამ წაგების მიუხედავადაც გათამაშების ცხრილს ლიდერობს, "ქასიმფაშამ" კი მე-6 ადგილზე აინაცვლა და თუ ოთხეულში მოხვდება, ევროსაგზურსაც მოინაგრებს.

"გალათასარაისთან" მოგება ნებისმიერი თურქული გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

შოთას "ქასიმფაშა" ამ სეზონში ურიგოდ როდი თამაშობს, მაგრამ სტაბილურობა აკლია. ვნახოთ, იქნებ "გალათასარაისთან" გამარჯვების შემდეგ ჩვენებურის გუნდი მოწინავეთა მარაქაშიც გაერიოს.

შოთას დავუკავშირდით სტამბულში და რამდენიმე კითხვით
მივმართეთ.

- რას გვეტყოდი "გალათასარაისთან" მატჩზე, მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგის დამარცხება?
- თამაშის ორგანიზება - ამ კომპონენტში ყველაფერი რიგზე გვქონდა, სწორად დავგეგმეთ ყველაფერი და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ამ შეხვედრაში პირველი გოლი "გალათასარაიმ" გაიტანა, მაგრამ არ დავიბენით, გაშვებულმა გოლმა ჩვენს გუნდში არეულობა არ შემოიტანა და გამარჯვებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა.

- "გალათასარაის" დამრიგებელმა ფათიჰ თერიმმა რა განაცხადა მატჩის შემდეგ?
- მისი კომენტარისთვის არ მომისმენია, თამაშის შემდეგ ჩემთან მოვიდა და გამარჯვება მომილოცა.

- "გალათასარაისთან" გამარჯვებამ, ალბათ, თავდაჯერებულობა შეგმატა. კიდევ რითი იყო მნიშვნელოვანი შენთვის ეს მატჩი?
- ზოგადად, "გალათასარაისთან" გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, თავდაჯერებულობა კი, ვფიქრობ, არ მაკლია.

- თურქეთში "გალათასარაის" "ქასიმფაშასთან" წაგება სენსაციად მონათლეს?
- შეიძლება ითქვას, რომ არა, თუმცა ამ შეხვედრაში ფავორიტი, რა თქმა უნდა, "გალათასარაი" იყო.

- შენ როგორ ფიქრობ, იყო ეს სენსაცია?
- მიმაჩნია, რომ ასეთ დონეზე სენსაცია არ არსებობს. აი, "ბარსელონასთვის" რომ მოგვეგო, კი ბატონო...

- სეზონის პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ "ქასიმფაშას" გაძლიერება ძალიან სჭირდებოდა. რამდენად იაქტიურეთ სატრანსფერო ფრონტზე?
- ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატეთ - ბოსნიელი სენიად იბრიჩიჩი "გაზიანთეფიდან". ალბათ, კიდევ ორ ფეხბურთელს ავიყვანთ ამ სატრანსფერო პერიოდში.

- ქართველი "ქასიმფაშაში" - ამ სატრანსფერო ფანჯარაში ეს, ალბათ, არ მოხდება. სეზონის დასრულების შემდეგ კი რამდენად რეალურია ეს?
- ქართველის დამატებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

- ევროპალიგაზე მოხვედრა რამდენად რეალურია "ქასიმფაშასთვის"? საამისო რესურსს ხედავ გუნდში?
- ევროპალიგაზე გასვლა გაგვიჭირდება, თუმცა ვნახოთ, ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დონეზე სენსაცია არ არსებობს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლომების მომთვინიერებელი - შოთა არველაძემ "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]
ამ საქმეში რისკი ჭრის! - შოთა არველაძის სამწვრთნელო ფილოსოფია
შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაისერი ხომ ასახელა და ეხლა კასიმფაშასაც ასახელებს.არც ფეხბურთელი იყო დიდი ხვითო და არც მწვრთნელი იქნება.
iura
06:05 24-01-2013
0
შოთას აქვს ძალა და გამოცდილელაბა რომ გუნდი გაიყვანოს მწვერვალებისაკენ, და იგი გააკეთერბს ყველაფერს ამისათვის, საქართველოში მას არაფერი გამოუვიდოდა, აი თურქეთი კი იგი თავის ამპლუაშია, როგორც თევზი წყალში, გაიხარე შოთა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული