ლევან კობიაშვილი მიუნხენის "ბაიერნის" დუბლებს დაუზავდა

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტა" ტესტმატჩში მიუნხენის "ბაიერნის" მეორე გუნდს ეთამაშა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ლევან კობიაშვილი კი მოედანზე მე-15 წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის, პეტერ ნიმაიერის ნაცვლად შევიდა.

ვეტერანმა ქართველმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. ყველა გოლი კობიაშვილის თამაშში ჩართვის შემდეგ გავიდა.

მეორე ბუნდესლიგა 1 თებერვალს განახლდება, "ჰერტა" კი მეორე ადგილზეა და პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს. შესაბამისად, კობისაც აქვს იმის შანსი, რომ პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით პერუელ კლაუდიო პისაროს გადაუსწროს და ამ საპატიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგეს.

ფინეთის ლიგის თასზე ირაკლი
სირბილაძის
"ინტერ ტურკუმ" "ლაჰტის" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ცნობისთვის, ფინეთის ლიგის თასზე პლეი ოფებამდე ჯგუფური ეტაპი იმართება და ეს შეხვედრა სწორედ ამ ეგიდით გაიმართა. ორ ტურში "ინტერს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი აზერბაიჯანული "სიმურგი" საკონტროლო შეხვედრაში ბულგარულ ცსკა-ს დაუზავდა - 3:3.

"ამ მატჩში რამდენიმე სავარაუდო ახალწვეული გამოვცადე და ამ მხრივ თამაშმა თავისი ფუნქცია აბსოლუტურად შეასრულა. ჩემმა გუნდმა თავი ნორმალურად წარმოაჩინა", - განაცხადა ნამატჩევს ჩიხრაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული