დვალიშვილი "პოლონიას" "ლეხიასთან" ტესტ-მატჩით დაუბრუნდა, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო. ლადომ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.
შვეიცარიულმა "ბელინცონამ", რომლის ღირსებასაც გიორგი ივანიშვილი იცავს, "სერვეტს" 3:1 სძლია. ივანიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მის ანგარიშზე საგოლე პასია.
უჩა ლობჟანიძის "კრივბასმა" ასევე საკონტროლო შეხვედრაში ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა აზერბაიჯანულ "ხაზარს". ქართველი მცველი უკრაინელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და შესვენებაზე
ასევე პირველი 45 წუთი დაჰყო მოედანზე პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ. მისი გუნდი ლიტვურ "ატლანტასს" დაუზავდა - 1:1.
ბერლინის "ჰერტამ" საკონტროლო მატჩში შვეიცარიული "ლუგანო" 2:0 დაამარცხა. წინა სპარინგებისგან განსხვავებით, "ჰერტას" სამწვრთნელო შტაბმა მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა.
ლევან კობიაშვილმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შეხვედრა სრულად ჩაატარა, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ იგი ოფიციალურ მატჩებშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ბერლინელები მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობას 3 თებერვალს განაახლებენ, როცა "რეგენსბურგს" ესტუმრებიან. "ჰერტას", რომელიც დღეისთვის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების ჩინებული შანსი აქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"