ამსტერდამელები 68-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ და თითქოს შეხვედრა სასურველ დასასრულამდეც უნდა მიეყვანათ, მაგრამ 68-ე წუთზე ტეო იანსენმა ანგარიშის სხვაობა "ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას გადაცემით შეამცირა, რასაც მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი მოაყოლეს და 3:2 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ერედივიზიეში "ვიტესმა" "აიაქსს" ორივე მატჩი მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით, არნემელები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ჩემპიონობის გარკვეულ შანსს. "ვიტესი" ლიდერ პსვ-ს 5 ქულით
Video
ვიტესი - აიაქსი 3:2
ვიტესი - აიაქსი 3:2
კაშიამ "აიაქსთან" შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მისი თანაგუნდელი ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო.
თურქეთის სუპერლიგაში, შოთა არველაძის "ქასიმფაშას" შემდეგ, ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმაც" გაიმარჯვა, რომელმაც საკუთარ მოედანზე "ანტალიასფორს" 2:0 აჯობა.
ხიზანიშვილმა "ქაისერის" დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.
ქართველთა კლუბების სატურნირო მდგომარეობა თურქეთში ასეთია - "ქასიმფაშა" 29 ქულით მე-5 ადგილზეა, "ქაისერი" კი 22 ქულით მე-13.
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ", რომელიც სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის, "ნოვარას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე 81-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს გაფრთხილება მიიღო, ხოლო მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.
რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა და იქაური კლუბები საკონტროლო მატჩებს განაგრძობენ. მათ შორისაა ვარშავის "პოლონია", რომლის ღირსებასაც ლადო დვალიშვილი იცავს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ "პოლონიამ" მისი ფინანსური პირობების დაკმაყოფილება შეძლო და დვალიშვილი ადგილსამყოფელს აღარ შეიცვლის.
"პოლონია" ამხანაგურად პოლონეთის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "ბოგდანკას" გაეჯიბრა და ფრედ, 2:2 ეთამაშა. დვალიშვილის ანგარიშზე გოლია. მან პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ კი "პოლონიას" სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ყველა ფეხბურთელი შეცვალა.
გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმაც, რომლის "ბოხუმიც" სპარინგში "პადერბორნთან" 1:2 დამარცხდა. ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა, ნიკოლოზ გელაშვილი კი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
უკრაინულმა "დნიპრომ", რომელიც სეზონის მეორე ნახევრისთვის ესპანეთში ემზადება, საკონტროლო მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა. ერთი გოლი სანდრო კობახიძის ანგარიშზეა.
Video
სანდრო კობახიძის პირველი გოლი დნიპროს მაისურით
სანდრო კობახიძის პირველი გოლი დნიპროს მაისურით
შეგახსენებთ, კობახიძე "დნიპროს" კიევის "არსენალში" ჰყავდა განათხოვრებული და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დნეპროპეტროვსკულ კლუბს სულ ახლახან დაუბრუნდა. კობახიძესთან ერთად, "დნიპროს" მაისურით ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამაც ითამაშა.
ვლადიკავკაზის "ალანიამ" მოლდოვურ "რაპიდს" 2:0 მოუგო. მამუკა კობახიძე მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, გიორგი ჭანტურია კი "ალანიას" ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზურ კლუბში მამუკა ღონღაძეც ვარჯიშობდა, მაგრამ მას "ალანიას" დატოვება მოუხდა.
"კრასნოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილმა ბაქოს "ნეფთჩისთან" საკონტროლო მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო, 45 წუთი ითამაშა. რევიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"