დავით სხირტლაძის გოლი და აკაკი ხუბუტიას რუსული შანსი

AutoSharing Option
აკაკი ხუბუტია რუსული "მორდოვიას" შემადგენლობაში ვარჯიშობს და იმის შანსიც აქვს, რომ კარიერა სწორედ იქ გააგრძელოს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ბოლოს რუმინული "გაზ მეთანის" ღირსებას იცავდა, რომელიც დეკემბერში დატოვა.

რაც შეეხება "მორდოვიას", სარანსკული კლუბი პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს და 9 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა.

რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე სამშვიდობოზე მყოფ "კრილია სოვეტოვს" "მორდოვია" 7 ქულით ჩამორჩება. "მორდოვიას" მთავარი მწვრთნელია რუმინეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დორინელ მუნტეანუ.

სამარის "კრილია სოვეტოვმა" თურქულ შეკრებაზე ხორვატული "რიეკა" 2:0 დაამარცხა. "კრილიაში" ახალი გადასული ალექსანდრე
ამისულაშვილი
სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს და 79-ე წუთზე შეცვალეს.

დანიურმა "ორჰუსმა" საკონტროლო მატჩში "ვიბორგს" 2:0 მოუგო, ერთი გოლი კი დავით სხირტლაძის ანგარიშზეა.

"ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს სხირტლაძემ, დავით დევდარიანმა და მათე ვაწაძემ. სამივე მათგანი მეორე ტაიმში შეცვალეს.

ანტალიაში გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი ზაქათალის "სიმურგი" ტესტ-მატჩში ხორვატულ "სლავენ ბელუპოს" შეხვდა და დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული