სანდრო კობახიძის საგოლე პასმა "დნიპროს" ტესტ-მატჩში გაამარჯვებინა

AutoSharing Option
ფინეთის ლიგის თასზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუ", რომელიც 29 იანვარს შინ "ივასკილასთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამ ტურნირზე პლეიოფამდე ჯგუფური ეტაპებია. სამი ტურის შემდეგ "ინტერს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

უკრაინულმა "დნიპრომ" ტესტ-მატჩში უნგრულ "ვიდეოტონს" 1:0 სძლია, რაშიც დიდი წვლილი სანდრო კობახიძემ შეიტანა.

შეხვედრის 42-ე წუთზე ხორვატმა ნიკოლა კალინიჩმა გამარჯვების გოლი სწორედ მისი გადაცემით გაიტანა.

კობახიძე მოედანზე მე-15 წუთზე შევიდა, მეორე დნიპროელი ჯაბა კანკავა კი - 61-ეზე.

ლუგანსკის "ზარია", რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს, 0:2 დამარცხდა "კრილია სოვეტოვის" დუბლშემადგენლობასთან.

ლიპარტიამ მატჩი სრულად ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშიამ "აიაქსი" გაამწარა, სანდრო კობახიძემ "დნიპროში" გაიტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "დნიპროში" ძალიან კარგი და მეგობრული ატმოსფეროა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული