"სკა-ენერგიას" ქართველებიდან საკონტროლო მატჩში მხოლოდ გოჩა ხოჯავამ ითამაშა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" მორიგი საკონტროლო მატჩი ყაზახურ "ორდაბასისთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

აზერბაიჯანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და ბაჩანა ცხადაძე გაამწესა. ამ უკანასკნელმა წითელი ბარათი მიიღო. გიორგი ლომაიამ პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი მოიგერია.

ლადო დვალიშვილის "პოლონიამ" ამხანაგურ შეხვედრაში "პოდბესკიჟიე" 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარი "სკა-ენერგია", რომელსაც სულ ახლახან სათავეში გიორგი დარასელია ჩაუდგა, ისრაელში მიმდინარე შეკრებაზე ადგილობრივ ქფარ-საბას "ბეითარს"
შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

"სკა-ენერგიას" ახალწვეული ქართველებიდან (გოჩა ხოჯავა, ლაშა სალუქვაძე, შოთა გრიგალაშვილი, ოთარ მარცვალაძე) ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ხოჯავამ მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული