ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტას" შემადგენლობაში დაბრუნება გადაიდო

AutoSharing Option
დიდი იმედი გვქონდა, რომ ჩვენს მიმოხილვას ლევან კობიაშვილის თამაშის შეფასებით დავიწყებდით, მან ხომ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია სულ ახლახან მოიხადა და "ჰერტას" მაისურით ამხანაგურ მატჩებშიც ითამაშა.

თუმცა ბერლინელთა სამწვრთნელო შტაბმა სხვაგვარად განსაჯა და ვეტერანი ქართველი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

კობის გარეშე "ჰერტამ" სტუმრად "რეგენსბურგი" 5:1 გაანადგურა და ცხრილში მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.

"ბოხუმის" ამბავს კი "ლელოს" შაბათის ნომერში წაიკითხავდით. შეგახსენებთ, ალექსანდრე იაშვილი შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასის ავტორი გახდა, ნიკოლოზ გელაშვილი კი სათადარიგო იყო. "ბოხუმმა" გასვლით შეხვედრაში "აალენთან" ფრედ,
2:2 ითამაშა.

ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში ამსტერდამის "აიაქსთან" შინ ნაწვნევი გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ "ვიტესმა" ჩემპიონატშიც წაიფორხილა - არნემელები სტუმრად "ნეიმეგენთან" 1:2 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდნენ.

"ვიტესი" ერთპიროვნულ ლიდერ პსვ-ს უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ ეს მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა; მართალია, მხოლოდ რამდენიმე წუთით, მაგრამ ყაზაიშვილი "ვიტესის" ბოლო შეხვედრებში სისტემატურად მონაწილეობს, რაც ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველისთვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" "ელაზიგსფორს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

"ქასიმფაშა" მეხუთე პოზიციაზეა და ლიდერ "გალათასარაიმდე" შვიდი ქულა აშორებს.

"ქაისერისფორმა" ზურაბ ხიზანიშვილის გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო "აქჰისარ ბელედისფორს" და გასავარდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებს.

იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

გადავინაცვლოთ ამხანაგურ მატჩებზე, საიდანაც ყველაზე გამოსარჩევი მათე ვაწაძის დუბლია. დანიური "ორჰუსის" ქართველმა ფორვარდმა ორი გოლი "ფრემადის" კარში გაიტანა, აქედან ერთი დავით სხირტლაძის პასით.

Sportall.Ge

ვაწაძეც, სხირტლაძეცა და დავით დევდარიანიც "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

რუმინულმა "პანდურიიმ", რომელმაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გიორგი ალავერდაშვილს გაუფორმა, მაკედონიურ "ტურნოვოსთან" ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელებთან ერთად საერთო ჯგუფში ვარჯიში განაახლა ჯანო ანანიძემ, რომელიც ალბანეთთან 6 თებერვალს გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძემ გაიმარჯვა, ლევან კობიაშვილი კვლავ ძირითადშია
ლევან კობიაშვილი: გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული