25 წლის ქართველ შემტევთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"ორჰუსი" ჩემი პირველი უცხოური კლუბია. აქ მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადე და მიმაჩნია, რომ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
მოხარული ვარ, კლუბმა ასეთი ნდობა რომ გამომიცხადა. შევეცდები, მომავალში "ორჰუსისთვის" კიდევ უფრო სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო", - განაცხადა დევდარიანმა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.
"დევდარიანი "ორჰუსისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ლოგიკურია, რომ ჩვენმა კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვიტა.
გვჯერა, ეს თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება", - ეს "ორჰუსის"
დევდარიანი "ორჰუსში" 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ დანიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 87 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"