უკრაინული კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ალბანეთში მის გამგზავრებამდე, ბულგარულ"ლიტეკსთან" საკონტროლო მატჩის (1:1) შემდეგ ჩაიწერა.
- განწყობა ნორმალურია - სამუშაო, თუმცა მატჩის წინ ის უკეთესი იყო. ვფიქრობ, ურიგოდ არ გვითამაშია, თუმცა შეხვედრის ბოლოს ცოტა არ გაგვიმართლა.
"ლიტეკსისთვის" უნდა მოგვეგო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თამაშის ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.
- მატჩის მიწურულს მოეშვით?
- ზუსტად ძნელი სათქმელია,
- წელს შენი პირველი მატჩის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
- ვფიქრობ, სამუშაო კიდევ მაქვს.
- "ლიტეკსის" მწვრთნელზე თუ იცი რამე?
- ო, ხრისტო სტოიჩკოვი ხომ უდიდესი ფეხბურთელი იყო. ის ბრწყინვალედ თამაშობდა "ბარსელონაში", მაგრამ მასზე, როგორც მწვრთნელზე, არაფერი ვიცი.
- საქართველოს ნაკრებში როგორი განწყობით მიემგზავრები?
- იქ ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივარ. შევეცდებით, ალბანელებს მათსავე მოედანზე ვაჯობოთ.
რაც შეეხება მუნდიალზე გასვლას, ჩვენს შანსებზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. მომდევნო თვეში ფრანგებთან დაპირისპირება გველის და ვნახოთ, რა იქნება.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას ნაკრებში ცვლილებების განხორციელება მეორედ მოუხდა
ლევან ყენია: საქართველოს მთები ყველაზე ლამაზია და სულ მენატრება
ლევან ყენია: არ მინდა, მომავალშიც მქონდეს ტრავმები
მოფარიკავე ლევან ყენია უკრაინელი იანა შემიაკინას წინააღმდეგ [VIDEO]
ლევან ყენია: არ მომწონს ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს