თემურ ქეცბაიას ნაკრებში ცვლილებების განხორციელება მეორედ მოუხდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ ალბანეთში წამსვლელთა სია დაასახელა, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

პირველად გუნდს ჯანო ანანიძე გამოაკლდა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და სასურველ ფორმაში არ იმყოფება.

ქეცბაიამ სიას თითქმის მაშინვე დაამატა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი.

ნაკრებთან ერთად არ იქნება ნუკრი რევიშვილი. მის ნაცვლად კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს გიორგი მაკარიძე.

სამწუხაროდ, დანაკლისები ამით არ დასრულებულა. თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა მიიღო და ვერც "კარპატის" ნახევარმცველი შეძლებს "ჯვაროსნებთან"
ერთად ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქეცბაია რამ შეგაძულა ქუთაისი და მიგინეიშვილი შენც პარლამენტარი ხომ არ ხარ?!
vano
20:24 04-02-2013
0
რამდენი წელია მიგინეიშვილი სტაბილურად თამაშობს ? და ჩემპიონატში ეხლა ყველზე კარგ ფორმაშია მაკარიძე კიდე არა ფორმაში დაა მისი ცუდი თამაშემიც გვახსოვს ჯერ ფორმის აღდგენა უნდა:)))) და მეტი სათამაშო დრო :))))
meee
18:55 04-02-2013
0

სიახლეები პოპულარული