ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მთავარ მწვრთნელ ხუანდე რამოსს გუნდში ამ ზამთარს დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერზე, სანდრო კობახიძეზე აზრი ჰკითხეს, რომელიც მანამდე იჯარით კიევის "არსენალში" ირიცხებოდა.

სანდრო "დნიპროსთან" ერთად სეზონის განახლებისთვის ესპანურ შეკრებაზეც იმყოფებოდა, ბოლოს კი ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

"კობახიძე? ის ხომ ჩვენი ფეხბურთელია და ის საქმეში მანამდეც გვყავდა ნანახი, როცა "არსენალში" თამაშობდა.

შესაბამისად, ვიცით მისი შესაძლებლობები. მას აქვს პოტენციალი",
- უთხრა რამოსმა "უკრაინსკი ფუტბოლს".

ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძე "დნიპროში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ლეგიონერები: ალექსანდრე იაშვილი და სანდრო კობახიძე საგოლე პასებს
არიგებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული