დუშან უჰრინის დაწუნებული რობერტინიო კახა ცხადაძემ დაიმატა

AutoSharing Option
მცირე ხნის წინათ დავწერეთ, რომ თბილისის "დინამოსა" და რობერტინიოს გზები გაიყარა. 24 წლის ბრაზილიელ ფლანგის შემტევს გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი არ ენდობოდა: ამ სეზონში ჩატარებულ 14-ივე მატჩში რობერტინიო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

მისი და კლუბის შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყდა და რობერტინიომ თბილისური კლუბი დატოვა.

მაშინ გვითხრა, რომ ბრაზილიაში იმყოფებოდა, მაგრამ დავადგინეთ, რომ თბილისში იყო და 8 თებერვალს თურქეთში მოსამზადებლად მყოფ ერთ-ერთ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა.

რობერტინიომ ისიც დასძინა, რომ ჯერ არსად გადასულა: ამაზე არც ვფიქრობ, რადგან ოჯახთან ერთად ყოფნა მომენატრა, კარიერის გაგრძელებაზე
ამის შემდეგ ვიფიქრებო; მაგრამ როდესაც ქართველ მეგობრებს ემშვიდობებოდა, თურმე მათ გაუმხილა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ბაქოს "ინტერში" აპირებდა გადასვლას.

ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა:

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე "ინტერი" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. რობერტინიო სოარეს ანგინეტი (რობერტინიო), რომელიც ადრე თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, ამიერიდან "ინტერში" ითამაშებს".

ჩვენი ინფორმაციით, ბრაზილიელმა თბილისელ მეგობრებს უთხრა, რომ აზერბაიჯანელებთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებდა, თუმცა "ინტერის" პრესსამსახურის ცნობით, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე კლუბის ფორმას რობერტინიო სეზონის ბოლომდე, ანუ ჯერ მხოლოდ ექვსი თვით მოირგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული