"ჰერტამ" მეორე დედაქალაქურ კლუბს, "უნიონს" უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. "ჰერტა" 73-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო.
კობიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. ვეტერანმა ქართველმა დაცვის მარცხენა ფლანგზე ფელიქს ბასტიანსი შეცვალა.
ზამთრის შეკრებისას გამართულ საკონტროლო შეხვედრებში ლევანი, უმეტესად, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ
კობისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ სად გაამწესებენ. მთავარია, მან "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება მალე შეძლოს. მომავალი სეზონიდან კი, ვიმედოვნებთ, პირველი ბუნდესლიგის რეკორდსაც შეუტევს ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
"ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში 46 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილის მოედანზე გამოჩენის მოლოდინი
ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება
ლევან კობიაშვილი: გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო