გივი იოსელიანი უნგრული "კეჩკემეტის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
გივი იოსელიანის რამდენიმედღიანი სინჯები უნგრული "კეჩკემეტის" შემადგენლობაში წარმატებით დასრულდა - კლუბმა მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა და ხელშეკრულება უკვე გაუფორმა კიდეც, რის ამსახველ ფოტოსაც "კეჩკემეტის" ოფიციალურ ვებგვერდზე ნახავთ.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება "კეჩკემეტის", იოსელიანის ახალი კლუბი უნგრეთის ელიტარულ ლიგაში მე-12 ადგილზეა და იქ დასარჩენად იბრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული