გურამ კაშიამ ნავსი გატეხა, ლევან ყენიამ - სერბული დაცვა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეში სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა "ვიტესმა". არნემელებმა შინ "გრონინგენს" 2:0 სძლიეს და სატურნირო ცხრილში 42-ე ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

მერაბ ჟორდანიას კლუბი ინარჩუნებს როგორც ევროპის ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსებს.

რა თქმა უნდა, "ვიტესის" წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

არნემელთა მეორე ჩვენებურს, ვაკო ყაზაიშვილს, ამჯერად თამაშის საშუალება არ მისცემია - სათადარიგო იყო.

* * *
ლევან კობიაშვილს ამჯერად მოედანზე გასვლა არ მოუწია - ბერლინის "ჰერტამ" გასვლით შეხვედრაში მის გარეშე 1:0 სძლია
"აალენს" და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ.

ვეტერანი ქართველი, რომელმაც ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი წინა ტურში ჩაატარა, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში "ქაისერისფორმა" გასვლით მატჩში 3:0 გაანადგურა "ესქიშეჰირსფორი". ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" დაცვის ცენტრში სრულად ითამაშა.

შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" დღეს "სივასფორს" უმასპინძლებს.

* * *
აზერბაიჯანული პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა ბაქოს "ინტერმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "გაბალა" 2:1 დაამარცხა.

ინტერელმა ბაჩანა ცხადაძემ მოედანი ამჯერად უგოლოდ დატოვა. იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო რევაზ თევდორაძე სათადარიგო იყო.

კიდევ ერთი ინტერელი გიორგი ადამია ტრავმის გამო თამაშს კვლავ ვერ ახერხებს.

კახა ცხადაძის გუნდი უახლოეს მდევარ "ნეფთჩის" ორი ქულით უსწრებს.

"ნეფთჩიმ" მეორე საფეხური გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგის" ძლევით დაიმსახურა - ბაქოელებმა ზაქათალელებს სტუმრად 2:0 მოუგეს.

"სიმურგს" 34 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩება.

"ბაქიმ", რომელსაც ევროასპარეზზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, აზალ-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ბაქოელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ფოფხაძემ.

"თურანი", რომლის რიგებშიც დავით ჯანელიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა, სტუმრად 2:4 დამარცხდა ლენქორანის "ხაზართან".

* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "ტერნანას" ეწვია და 0:0 დაუზავდა. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია (ალბანეთი-საქართველოს მატჩში დაშავდა), მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი "ემპოლის" სათადარიგო გახლდათ.

* * *
გადავინაცვლოთ საკონტროლო მატჩებზე, რომლებშიც ჩვენი თანამემამულეები ამ პერიოდში სისტემატურად მონაწილეობენ - ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხომ სეზონი ჯერ არ განახლებულა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მოსკოვის "სპარტაკისა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელიც ესპანურ მარბელიაში გაიმართა - ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ ქართველებმა ითამაშეს.

Sportall.Ge"სპარტაკმა", რომლის შემადგენლობაშიც ახლად გამოჯანმრთელებული ჯანო ანანიძე 76-ე წუთიდან გამოჩნდა, უკრაინელებს 2:0 მოუგო.

დნიპროელმა ჯაბა კანკავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისი სასტარტოში გამწესებული თანაგუნდელი ალექსანდრე კობახიძე კი 29-ე წუთზე შეცვალეს.

ლევან ყენია ლვოვის "კარპატისა" და ბელგრადის ოფკ-ის ტესტმატჩში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო - თავის გუნდს პენალტიც მოუპოვა და საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა.

შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

უკრაინული "ილიჩევეცი" უზბეკურ "ნასაფს" დაუზავდა - 0:0. "ილიჩევეცის" სამივე ქართველი ძირითადში იყო.

თორნიკე ოქრიაშვილმა და მარიუპოლელთა ახალწვეულმა გიორგი ჯგერენაიამ სრულად ითამაშეს, დავით თარგამაძე კი 39-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
აკაკი ხუბუტიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსულ "მორდოვიასთან" კონტრაქტი გააფორმა, მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან" სპარინგში მეორე ტაიმი ჩაატარა. მატჩი "მორდოვიამ" 3:1 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: ჩემთვის გოლსა და საგოლე გადაცემას ერთი მნიშვნელობა აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული