კიშინიოველთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ მაშინ გარკვევით თქვა, რომ მის გუნდში ქართველ ფეხბურთელს აღარ მიიწვევდა.
მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ მისი თანხმობით 2012 წელს "დაჩიაში" ქართველი ჩაირიცხა: 19 წლის ნახევარმცველი ლუკა თათხაშვილი ზაფხულში გუნდის დუბლშემადგენლობაში იყო, დეკემბრიდან კი ძირითად გუნდში გადაიყვანეს და ნელ-ნელა შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს.
ლუკა მოლდოვამდე გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იმ "საბურთალოში" თამაშობდა, რომელიც ბოლნისის "სიონის" სახელით
როგორ მოიგო თათხაშვილმა ქართველებზე გამწარებული დობროვოლსკის გული?
"სიმართლე გითხრათ, დობროვოლსკის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ აშკარად კეთილგანწყობილია და პრესაში ჩემზე ისეთი თბილი კომენტარი გააკეთა, გამიკვირდა - ამ ბიჭმა ქართველებისკენ გამახედაო.
მესიამოვნა, რადგან დიდი ფეხბურთელი იყო, "ჯენოაში", "მარსელსა" და მადრიდის "ატლეტიკოში" უთამაშია და მისგან ასეთი დახასიათება ჩემთვის დიდი სტიმულია.
საერთოდ, მონდომება და თავდადება ნაღდად არ მაკლია და 2 თვის წინ ძირითადში გადმომიყვანა", - ამბობს თათხაშვილი.
ქართველმა შეკრებაზე "დაჩიაში" ხუთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა:
"უმაღლესი ლიგის გუნდში ბევრად დიდი მოთხოვნებია და ყველაფერს ვაკეთებ, სეზონის დასაწყისს ოპტიმალურ ფორმაში რომ შევხვდე. შეკრებაზე გოლი არ გამიტანია, მაგრამ სამი საგოლე პასი მივეცი.
ჩემპიონატში თამაშები მომიწევს თუ არა, წინასწარ ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ფეხბურთში უამრავი გაუთვალისწინებელი ფაქტორი ხდება. მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე უმაღლესი ლიგის გუნდებთან თამაში არც ფიზიკურად გამჭირვებია და არც ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით.
როგორც მოგვიანებით გენერალური დირექტორისგან გავიგე, დობროვოლსკიზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მომიხდენია, კარგი თვალით მიყურებს და მოლდოველ ჟურნალისტთან ჩემზე ამის შემდეგ ილაპარაკა.
ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ნამდვილად არ მამშვიდებს. ფეხბურთში სულ ფორმაში თუ არ იქნები, ლეგიონერს კლუბში ადგილი გარანტირებული არ გექნება - შენ ყოველთვის ადგილობრივზე ორჯერ მეტს გთხოვენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოლდოვური შთაბეჭდილებები: ყველამ თავის უ.....ს მიხედოს
დობროვოლსკი: "ზესტაფონი" თავის საჯდომზე მაღლა ვერ ახტება