ვარშავის "ლეგიას" 26 წლის ქართველმა ლეგიონერმა
ლადო დვალიშვილმა ამ კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. "ლეგია" გრუჯონზის "ოლიმპიას" შეხვდა და 4:1 გაანადგურა. არადა, თავიდან აგებდა კიდევაც. ქართველმა პირველად ითამაშა პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში და პირველი გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მან თავი 91-ე წუთზე გამოიჩინა. შედეგიანი პასი კი მანამდე, 51-ე წუთზე შეასრულა. 12 მარტს ამ წყვილის საპასუხო მატჩი ქალაქ გრუჯონზსში გაიმართება.
"
გახარებული ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე. კარგი ანგარიშით მოვიგეთ და ცალი ფეხით ნახევარფინალში ვართ. სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში კარგად ვითამაშეთ და გაგვიმართლა კიდეც. ვფიქრობ, მარკ საგანოვსკისთან ერთად კარგი დუეტი გამოგვივა. მადლობა ფანებს, 90 წუთი მხარს გვიჭერდნენ, რაც დიდად დაგვეხმარა", - განაცხადა ლადომ თამაშის შემდეგ.
Videoლადო დვალიშვილმა ლეგიას მაისურით პოლონეთის თასზე გაიტანა
შეგახსენებთ, რომ ლადოს დებიუტი ჩემპიონატში გასულ უქმეებზე შედგა, როცა "ლეგია" "კორონასთან" სტუმრად 2:3 დამარცხდა. იმ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა ბოლო 7 წუთი ითამაშა.
ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი: ეს ფაქტი ყველაზე მეტად გულს მე მწყვეტს