ლეგიონერები: არნემის "ვიტესი" ჩემპიონთა ლიგის სიახლოვეს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს 25-ე ტური "ვიტესისა" და "უტრეხტის" მატჩით გაიხსნა. მასპინძელმა არნემელებმა ფავორიტის სტატუსი დაამტკიცეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა ვაკო ყაზაიშვილმა კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

"ვიტესს" 48 ქულა აქვს და ლიდერ პსვ-ს 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა "ეინდჰოვენს" მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. კაშიასა და ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

* * *
ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ირაკლი სირბილაძემ. ფინეთის ლიგის თასზე მისი "ინტერ ტურკუ" სტუმრად
1:5 განადგურდა ტპს-სთან. ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" საკუთარ მოედანზე "ანჟერთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი მეკარე ამჯერადაც სათადარიგო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული