"ორჰუსს" მათე ვაწაძის გოლმა ვერ უშველა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 21-ე ტური 4 მარტს "ესბიერგისა" და "ორჰუსის" მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძელმა "ესბიერგმა" 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის 66-ე წუთზე "ორჰუსმა" ანგარიში მათე ვაწაძის გოლით გაათანაბრა, მაგრამ საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ვაწაძემ და მისმა თანაგუნდელმა დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, კიდევ ერთი ორჰუსელი, დავით დევდარიანი კი ტრავმირებულია.

12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" 30 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "ქაშიმფაშამ" "ტრაბზონსფორს" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ შოთა და მისი ტყუპისცალი არჩილი გასული საუკუნის 90-იან წლებში სწორედ
ტრაბზონული კლუბის ღირსებას იცავდნენ.

"ქაშიმფაშა" 36-ე ქულით მე-6 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული