ამ ფაქტმა დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ყურადღებაც მიიპყრო და ვეტერან ქართველს კომენტარი სთხოვა.
"მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი შანსი მომეცემოდა და მიმაჩნია, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ნორმალურად გავართვი.
რა თქმა უნდა, ამხელა პაუზის შემდეგ მატჩის შეუცვლელად ჩატარება ჩემთვის იოლი არ ყოფილა", - თქვა კობიაშვილმა.
გერმანელმა სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ დრეზდენის "დინამოსთან" შეხვედრაში ლევანი ბურთს 86-ჯერ შეეხო, 43 ზუსტი პასი გააკეთა და ორთაბრძოლათა 77
პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსებს კობი ოპტიმისტურად უყურებს:
"მართალია, "დინამოსთან" დავმარცხდით, მაგრამ კონკურენტებს მაინც საკმაო უპირატესობით ვუსწრებთ და ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ელიტაში დაბრუნება ვიზეიმოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტაში" უკვე შეუცვლელია!
ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება