ალბანეთთან მატჩში დაშავებული ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ლევან მჭედლიძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც "ემპოლის" ღირსებას იცავს, იტალიის სერია B-ში სტუმრად "მოდენასთან" გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

მჭედლიძე მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.

ამ დროისთვის "ემპოლი" 3:1-ს იგებდა. კლუბის მეორე ქართველი ლეგიონერი ირაკლი შეყილაძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.

"ემპოლი" 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და სერია A-ში დაბრუნების შანსი აქვს. მჭედლიძემ ამ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.

საფრანგეთთან
სტუმრად გასამართი საკვალიფიკაციო მატჩისთვის იგი ნაკრებში გამოძახებული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული