ფაქტია, ნუკრი რევიშვილს კარიერაში მძიმე დროება უდგას

AutoSharing Option
საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარში" დაბრუნდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა სანაკრებო პაუზის საკონტროლო შეხვედრით შევსება გადაწყვიტა და ძირითადი გუნდი ახალგაზრდულ შემადგენლობას დაუპირისპირა.

ნუკრის არც ნაკრებში უთამაშია და მისთვის ეს სპარინგიც წარუმატებელი გამოდგა: "კრასნოდარის" ძირითადმა გუნდმა მეტოქის კარი ხუთჯერ აიღო (5:0).

სამწუხაროდ, ამ ხუთი გოლიდან პირველი ქართველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს კარიერაში მძიმე დროება უდგას, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი გამოსწორდება.

წესით, "კრასნოდარში" აღარ უნდა დარჩეს, რადგან მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნული
გუნდის კიპერს რუსეთის პრემიერლიგის რეზერვისტებში თამაში არ აწყობს.

* * *
სანაკრებო შესვენებაზე მარიუპოლის "ილიჩევეცმა" ორკარა ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.

ნაკრებში დისკვალიფიცირებულ თორნიკე ოქრიაშვილს არც ამ მატჩში უთამაშია. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველ ლეგიონერს მცირე ტრავმა აქვს და უკრაინის პრემიერლიგაში უჟგოროდის "ზაკარპატიესთან" უახლოესი ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს.

გიორგი ჯგერენაიამ ახალგაზრდული ნაკრების შეკრება და მატჩები თითის ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ახლა მომჯობინდა და მოედანს დაუბრუნდა.

ის მარიუპოლელთა ორკარაში მონაწილე ერთადერთი ქართველი გახლდათ, რადგან "ილიჩევეცის" შემტევმა დავით თარგამაძემ ფრანგების წინააღმდეგ ითამაშა.

* * *
დონეცკის "მეტალურგი" საკუთარ ბაზაზე "ზარიას" გაეჯიბრა და 1:3 წააგო. ლუგანსკელთა ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ ძირითადში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილის არშემდგარი ტრანსფერი გორის "დილაში"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაჩაგრეს ეს ცოტაა! ბიჭები მორალურადაც თუ ათი თავით მაღლა არ დგეხარ, უბრალოდ არ გათამაშებენ. ესე იცის ლეგიონერობამ! ვინც ლეგიონერობას რეკლამას უკეთებს, ის უბრალოდ ნაძირალაა! მისთვის ფულია ყველაფერი და ფულის გულითვის მოგეხსენებათ ....
-
Shoda
16:38 28-03-2013
0
ნუკრი ამჟამად საქარტველოს მეკარე ნამბერ-1-ია მუსლინი არი გოტვერანი,დაიჭირა განჭყობა კრასნოდარი ს ხელისუფლებისა-ტკაჩოვ ჩათლახისა და სხვებისა და ქართველებს არ ახარებს როგორც ვოლგაში მარცვალაძე დაჩაგრა ახლა ნუკრი,გადასარჩენია რევიშვილი, გრიგალავა.ამ ორ გუნდში ნიჭიერი ქართველები დაჩაგრეს
mixo
12:23 28-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული