ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ საფრანგეთში სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "პრო ვერჩელის" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში ლევან მჭედლიძე 82-ე წუთზე გამოჩნდა.

"ემპოლი" სერია A-ში გადასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.

* * *
დანიის სუპერლიგაში ქართველების "ორჰუსი" გასვლით შეხვედრაში "ნორდსიელანდთან" 2:4 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში გამწესებული მათე ვაწაძე 35-ე წუთზე დავით დევდარიანმა შეცვალა, ხოლო სასტარტოში მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა, დავით სხირტლაძემ მოედანი 67-ე წუთზე დატოვა.

დანიის 12-გუნდიან ჩემპიონატში "ორჰუსი" მე-6 ადგილზეა.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ, რაც უდავოდ გამოსარჩევი ფაქტია.

იმედია,
ქართველი მეკარე მალე მყარად დაიბრუნებს ადგილს "ლე მანის" ძირითადში, რომელიც ტრავმის გამო დაკარგა.

მისმა გუნდმა გასვლით მატჩში "ლავალთან" 1:2 წააგო.

* * *
უკრაინულ პრემიერლიგაში 22-ე ტური "ვორსკლასა" და "ზარიას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა. ჯაბა ლიპარტია "ზარიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა" "ფრი სტეიტს" უმასპინძლა და 1:0 სძლია. გიორგი ნერგაძე მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული