კალაძე - სრულად ინტერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს ახალი ტური გუშინ გაიხსნა "ჯენოასა" და "ინტერის" მატჩით. სასიამოვნოა, რომ გენუელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა კახა კალაძე, მაგრამ იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა ვერაფერი გააწყვეს. მილანელებმა მუნტარის მიერ 45-ე წუთზე გატანილი გოლით მინიმალურად გაიმარჯვეს. კახამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. სატურნირო ცხრილში "ჯენოა" მე-9 ადგილზე დარჩა.

რუსეთში ყაზანის "რუბინმა" სტუმრად 2:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს", რაშიც ქართველებს წვლილი არ შეუტანიათ. ლაშა სალუქვაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ყაზანელებმა პრემიერლიგის მეორე პოზიცია შეინარჩუნეს,
მაგრამ იქ დასარჩენად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული