ლეგიონერები: ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგაში მალე აღზევდება

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგაში "ილიჩევეცმა" გასვლით შეხვედრაში "ვოლინს" 2:0 სძლია. თორნიკე ოქრიაშვილი სტუმართა განაცხადშიც არ ყოფილა, დავით თარგამაძე კი სათადარიგოობით შემოიფარგლა.

"დნიპრომ" ასევე სტუმრად 2:1 დაამარცხა "ჩერნომორეცი", რაშიც ქართველებს წვლილი არ შეუტანიათ. ჯაბა კანკავას გვარი დნეპროპეტროვსკელთა განაცხადში არ ფიგურირებდა (საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმა აქვს), ხოლო მისი თანაგუნდელი ალექსანდრე კობახიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

* * *
ბერლინის "ჰერტამ" პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ დედაქალაქური კლუბისთვის ქულაც შენაძენია.

"ჰერტა" სტუმრად "ინგოლშტადტთან" 1:1-ს დასჯერდა, სამწუხაროდ, ლევან კობიაშვილის გარეშე, რომელიც გუნდის
18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

"ჰერტა" მეორე ბუნდესლიგას 63 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს, ბრაუნშვაიგის "აინტრახტს" ორი ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან "კაიზერსლაუტერნს" კი - 15-ით.

* * *
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსი", რომლის ღირსებასაც სამი ქართველი იცავს, სტუმრად "სილკებორგთან" 1:3 დამარცხდა.

როგორც იცით, მათე ვაწაძე ტრავმირებულია, ხოლო მისი თანაგუნდელები, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

დევდარიანი 38-ე წუთზე შეცვალეს, სხირტლაძემ კი სრულად ითამაშა.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანმა" "ისტრს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "ლე მანის" კარი გიორგი მაკარიძემ დაიცვა.

* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" გასვლაზე "გროსეტო" 1:0 დაამარცხა. ლევან მჭედლიძე "ემპოლის" შემადგენლობაში მე-80 წუთზე გამოჩნდა, მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი რეზერვში იყო გამწესებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ჭირს ამ ხალხს განაცხადშიც რო ძლივს ან საერტოდ რო ვერ ხვდებიან
ვაი
16:50 13-04-2013
0
ოქრის 5 ყვითელი დაუგროვდა და იმიტომ არ იყო საერთოდ განაცხადში.
nika
11:13 13-04-2013
0

სიახლეები პოპულარული