Sky Sports: ზურაბ ხიზანიშვილისთვის "ნორვიჩი", "ლიდსი" და "რედინგი" იბრძვიან

AutoSharing Option
Sky Sports-ის მტკიცებით, ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერის გასაგრძელებლად "ნისლიან ალბიონზე" ბრუნდება. მას "ქაისერისთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ინგლისელთა განცხადებით, ხიზანიშვილისთვის "ნორვიჩი", "ლიდს იუნაიტედი" და "რედინგი" იბრძოლებენ. ამ კლუბებს ხიბლავთ გამოცდილი ხიზანიშვილის უფასოდ ხელში ჩაგდების პერსპექტივა.

"ნორვიჩის" მწვრთნელი კრის ჰაუტონია, რომელთანაც ხიზანიშვილს "ნიუკასლში" იჯარით ყოფნის დროს უმუშავია. მწვრთნელი დაცვის გაძლიერებას აპირებს. "ნორვიჩს" 38 ქულა აქვს და გავარდნა ნაკლებად ემუქრება.

"რედინგი" კი ცალი ფეხით ჩემპიონშიპშია გადასული, სადაც თამაშობს "ლიდსი". ხიზანიშვილი "რედინგში" 2010/11 წლების სეზონში თამაშობდა.

"ლიდსის" მწვრთნელი
კი ბრაიან მაკდერმოტია, ვისაც ძალიან მოსწონს ქართველი ფეხბურთელის თამაში. როცა ზურა "რედინგში" იყო, მაკდერმოტი მისი მწვრთნელი გახლდათ.

ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: ჩემი ტრანსფერი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რა, ხიზანიშვილისთვის კი არა, ბეკჰემისთვის აღარავინ იბრძვის. ადრე კიდევ მესმის, მაგრამ ბოლო 10 წელია, ამის ფეხბურთის თამაში არავის ახსოვს.
nata
20:28 24-04-2013
0
გეყოფათ რა ხალხის დაბოლება.აშკარად შეკვეთილი სტატიაა,ნეტა რამდენი გადაუხადეს ჟურნალისტებს???
joni
19:46 24-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული