გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მისით "ტორინოა" დაინტერესებული, კომენტარი გააკეთა.

"ტორინოს" დაინტერესების შესახებ პირველად მესმის. მხიბლავს თუ არა იტალიის ჩემპიონატში გადასვლა? დაუფიქრებლად გადავალ", - განაცხადა ჭანტურიამ Sportall.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული იტალიური საიტის, "ტუტოსპორტის" ცნობით, სერია A-ს "ტორინოს" ვლადიკავკაზის "ალანიას" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება სურს.

აქვე გეტყვით, რომ ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოხ ჯუღელი, ჯუღელი...!
ეჰჰ
30 აპრილი 2013 10:26
0
სერია ა არა კვახი. ალანიაში ვერ თამაშობს ტიპი... გაფუჭდა ეს ბიჭი უკვე. ბარსელონა - ვიტესი - ალანია... ჩანს ზევით მიდის თუ ქვევით. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
zura
30 აპრილი 2013 00:05
0
კარგია თუ გადმოვ მაგრამ ტორინოში ახალგაზდა თავდასხმელები არიან და კორნკურეცია შეიძლება გაუჭირდეს მენგა დიოფი
TORINO
29 აპრილი 2013 23:07
0

სიახლეები პოპულარული