
"ტორინოს" დაინტერესების შესახებ პირველად მესმის. მხიბლავს თუ არა იტალიის ჩემპიონატში გადასვლა? დაუფიქრებლად გადავალ", - განაცხადა ჭანტურიამ Sportall.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული იტალიური საიტის, "ტუტოსპორტის" ცნობით, სერია A-ს "ტორინოს" ვლადიკავკაზის "ალანიას" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება სურს.
აქვე გეტყვით, რომ ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.