დავით დევდარიანს დანიაში გოლის გასატანად სულ ერთი წუთი დასჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში "ორჰუსმა" "ოლბორგს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 გაანადგურა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა - დავით სხირტლაძე მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა, ხოლო დავით დევდარიანი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. ამ უკანასკნელს სულ ერთი წუთი დასჭირდა თავის გამოსაჩენად - შეხვედრის 61-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კიდევ ერთმა ორჰუსელმა ქართველმა მათე ვაწაძემ სეზონი, როგორც იცით, მძიმე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.

12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" მე-6 ადგილზეა და არც ევროთასებზე გასვლის შანსი აქვს და არც ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხირტლაძემ მისცა სუპერპასი
დათო
16:08 17-05-2013
0
სხირტლაძემ მისცა სუპერ პასი :)
williamblake
16:07 17-05-2013
0

სიახლეები პოპულარული