რუსეთის ჩემპიოატის 29- ტურის მატჩში, სადაც ვლადიკავკაზის "ალანიამ" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა, მოედანზე ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
სამწუხაროდ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა "ალანაიას" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ კოკორინმა ჯერ უხეშად მოცელა მეტოქე ფეხბურთელი, შემდეგ კი მოედანზე მომხდარი გაწევ-გამოწევის დროს ჭანტურიას ხელი სახეში ჩაარტყა, რაზეც ქართველისგან საპასუხოდ თავში დარტყმა მიიღო.
ამის შედეგად ალექსანდრ კოკორინი, გიორგი ჭანტურია და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.
"ალანიამ" საბოლოოდ "დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.