სანდო წყარომ გვაცნობა, რომ ფლამანდიური მასმედიის ვარაუდები უსაფუძვლოა.
ჰოლანდიურმა საიტებმა შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად იმიტომ დაასახელეს, რომ შოთა ამ დღეებში მართლაც იმყოფებოდა ჰოლანდიაში და შეხვდა კიდეც "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას.
შოთა არველაძე ჰოლანდიაში დასასვენებლად არ ჩასულა. ჩვენებური მწვრთნელი თურქული "ქასიმფაშასთვის" ახალი ფეხბურთელების მოძიებას აპირებს და შესაძლოა, გუნდი ერთი-ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელითაც გააძლიეროს.
შევიტყვეთ, რომ შოთა თავის გუნდში ამსტერდამის "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების შემტევის, რაიან ბაბელის მიყვანას აპირებს.
ტყუპისცალი არველაძე კი კვლავაც "ქასიმფაშას" თავკაცი იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"