"კარპატიმ" ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
27 მაისს ლვოვის "კარპატის" ბაზაზე გუნდის შეკრება გაიმართა, სადაც წლევანდელი სეზონი შეჯამდა.

არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა და შესაბამისი ზომები დაიგეგმა.

გარდა ამისა, "კარპატიმ" 19 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ამ 19 ფეხბურთელში მოხვდნენ ქართველებიც - ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევთ.

13 ივნისს გუნდი ახლიდან შეიკრიბება და გაცხადდება, ვინ და სად ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: "ჰოვერლასთან" მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]

ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს
უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემო კარგებო,რა გჭირთ,ამინეზია ხომ არ დაგემართად არ გახსოვთ,რატომ გამოუშვეს ყენია შალკედან?ან რატომ არ დატოვეს ზენიტში?იმიტომ,რომ ვერ გაქაჩავდა.დაუშვილი კიდევ უარესი "ფენომენია".ამას ყველაფერს გულის ტკივილით ვამბობ,ნეტა მაღალი დონის ფეხბურთელები იყვნენ ეგ მინდა მეც,მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ.
roma
28 მაისი 2013 11:45
0
რავიცი ამ ჟურნალისტებისთვის რომ მოგესმინა ყენია ლამის მესად იყო ქცეული და დაუშვილი ხო ყველაზე საკვანძო ფეხბურთელი იყო. ვაი თქვენს პატრონს. თავს იტყუებთ ტყუილად
giorgi
28 მაისი 2013 09:10
0
საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. დილაში ან ტორპედოში. ევრო ტურნირებზე კარგად უნდა გამოვიდნენ და შანსი ექნებათ კარგმა ევროპულმა კლუბმა იყიდონ.
m.m.m
27 მაისი 2013 20:34
0
ქართველებს თავის ქების მეტი არაფერი შეგვიძლია.
giorgi
27 მაისი 2013 18:04
0
ეს იგივე ჟურნალისტები არიან რომ წერენ, თბილისის დინამი 7-8 წლიან პერიოდში მარტო 10-მდე კარგი თამაში ჩაატარა ევროპაში და - "გადაუარესო"-ბერავენ. რაც ქარტული ჟურნალისტიკის კარგი მაგალითია.

ამიტომ არაფერი გასაკვირვი არ არის.
ით ("ს
bnb
27 მაისი 2013 17:58
0
ეს ყენია სულ უკან და უკან მიდის, არადა რა იმედი გვქონდა მისი!! ყენო მოინდომე რა მეტად, თუარადა თავი დაანებე ამ ფეხბურც წადი და სხვა რამე გააკეთე. ზრდის მაგივრად პატარავდები. ''კარპატში" თუ ვერ გაქაჩე სხვაგან სად უნდა ივარგო?
dato
27 მაისი 2013 15:52
0
ამ ჟურნალისტების გამკვირვებია.. ყველა სტატია ლევან ყენიაზე კარპატში ისეთი პათოსით იყო დაწერილი, მეგონა ყენია კარპატში მესსი თუ არა ინიესტა მაინც არის მეთქი. და აგერ ტრანსფერზე არ დაუყენებიათ ...!?? ვერაფერი გავიგე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ?
goran
27 მაისი 2013 15:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული