ნუკრი რევიშვილის ბედი კვლავ გაურკვეველია

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილის მომავალი რუსულ კლუბში კვლავ გაურკვეველია.

ამის შესახებ "კრასნოდარის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ჰაშიგმა განაცხადა.

რევიშვილის კონტრაქტი კლუბთან 2015 წლამდე გრძელდება, თუმცა ქართველ მეკარეს რუსულ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია.

"ამჟამად რევიშვილი რჩება "კრასნოდარის" ფეხბურთელად. ჯერჯერობით მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ის ძალიან პოზიტიური ადა
მიანი და კარგი ფეხბურთელია.

ნებისმიერ მეკარეს სჭირდება პრაქტიკა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ნუკრი ვერ თამაშობს.

ეს პროფესიონალი ფეხბურთელის ხვედრია, მოედანზე მხოლოდ 11 მოთამაშე გადის. ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ",
- თქვა ჰაშიგმა.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ფაქტია, ნუკრი რევიშვილს კარიერაში მძიმე დროება უდგას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული