17 წლის თავდამსხმელმა წლეულს ელიტრაუნდზე მეორედ იასპარეზა - პირველად გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებში, ახლა კი ბელგიაში 19-წლამდელებში.
ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივის" წევრია. მან ბელგიაში ჯვაროსნების ფორმა მხოლოდ მასპინძლებთან ბოლო შეხვედრაში მოირგო და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა - 74-ე წუთზე დანიშნული პენალტი სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა.
შევიტყვეთ, რომ ლუკას თავს მნიშვნელოვანი ამბები ხდება. არაორდინარული, ტექნიკური და შედეგიანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ 17-წლამდელებში ასპარეზობის შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც საქართველოს
მაშინ ზარანდიამ გაგვიმხილა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა - გერმანული "ჰოფენჰაიმი", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", უკრაინული დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო", აგრეთვე ჰოლანდიური არნემის "ვიტესი" და ამსტერდამის "აიაქსი".
არ დაუმალავს, მათგან ყველაზე სასურველი "ვიტესი" არისო. თუმცა, ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი ჯერ ინტერესის დონეზე რჩებოდა და ყველაფერი ელიტრაუნდის შემდეგ გადაწყდებოდა, მანამდე კლუბიდან კლუბში სიარული არ მარგებსო.
ამ ინფორმაციას გულშემატკივრის მწვავე რეაქცია მოჰყვა, გააგიჟეს ეს ბავშვიც, "ბარსელონა" ან "მილანი" არ ინტერესდებაო?! მაგრამ როდესაც უტყუარ ფაქტებს ვფლობთ, ასეთი გესლიანი რეაქციების შიშით ვერ წავუყრუებთ.
"ლელომ" შეიტყო, რომ ელიტრაუნდამდე ლუკა ზარანდია ჰოლანდიაში გაემგზავრა და ამსტერდამის "აიაქსში" ისინჯებოდა - ჯერ 17-წლამდელებში, შემდეგ 19-წლიანებში, ბოლოს კი "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში და გვითხრეს, რომ ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს მოეწონა.
მაგრამ 17 წლის თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მაინც მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" გადავა. ჰოლანდიური კლუბის ქართველი პრეზიდენტი ბელგიაში ელიტრაუნდის შეხვედრებს დაესწრო. ჟორდანია ლუკას პერსპექტიულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა და მოწადინებულია, ზარანდიამ კარიერული სვლა სწორედ მისი ხელმძღვანელობით გააგრძელოს.
"აიაქსის" მოწონების მიუხედავად, ცხადია, რომ ქართველს ჟორდანია უფრო უპატრონებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ქართველი არასრულწლოვანები შრომისა და ხელშეკრულების გაფორმების სრულყოფილი უფლებით ვერ სარგებლობენ. ამის გამო, ზარანდია ჯერ კონტრაქტს ვერ გააფორმებს, მაგრამ არნემელები მას სტაჟირებაზე ხშირად ჩასვლას სთავაზობენ, კლუბს და უცხო გარემოს რომ შეეგუოს.
თუმცა, სად ამოყოფს საბოლოდ თავს 17 წლის ქართველი, ეს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
არნემის "ვიტესი" ამ ზაფხულს კიდევ ორ ქართველს დაიმატებს
ლუკა ზარანდია: ამათგან "ვიტესი" ყველაზე სასურველია
ჟორები სტატიათ ასაღო ამას ნიჟი უნდა - თანაც ქართული.
კი - უპატრონებს აბა რას უზამს!?!?!?!