ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძესა და ოქრიაშვილს ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა განვლილი ჩემპიონატი შეაფასა და გუნდის ქართველ ლეგიონერებზე, დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე ისაუბრა.

- თარგამაძე და ოქრიაშვილი კარგი ბიჭები არიან, თუმცა ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში. ამ საკითხზე მათთან მუშაობა გვიწევს.

- თარგამაძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დამსახურებულია, თქვენი აზრით?
- მას ეროვნულ ნაკრებში ჩემს მოსვლამდეც იძახებდნენ. ხოლო ახლა დათო უკვე ძირითადის ფეხბურთელია ნაკრებში, როგორც ოქრიაშვილი, რომელიც შარშან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს.

ყოველ შემთხვევაში, თარგამაძე "ილიჩევეცში" ვითარდება და უმატებს. დათოს ცხვირის ტრავმა რომ არა,
ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილი მისთვის სხვანაირად წარიმართებოდა.

მას არ შეუძლია ტკივილით თამაში, რაც მთავარი პრობლემა გახდა.

მომზადებულია footballnews.com.ua-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა "შახტარში" აღარ დაბრუნდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგეც მიზეზი თუ რატომ ჩარჩნენ ილიჩივეცში და ზოგადად თუ რატომ ვერ უმატებენ და დგამენ საბოლოო დიდ ნაბიჯს ქართველი ახალგაზრდები. პროფესიონალიზმი.
odala
20:23 05-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული