ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჭანტურია: "რომა" და "პარმა" დამიკავშირდნენ, ჯერი ჟორდანიაზეა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი - "რომა" და "პარმა" - დაინტერესდა.

"ორივე კლუბი შემეხმიანა და ახლა მერაბ ჟორდანიაზეა დამოკიდებული, გამიშვებს თუ არა. მე ძალიან მინდა წასვლა და "ვიტესში" დაბრუნება არ მინდა",
- უთხრა Sportall.ge-ს ჭანტურიამ.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე ჭანტურიათი იტალიური "ჯენოა" და "ტორინო" იყვნენ დაინტერესებულნი.

სეზონის მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა, იჯარის წესით, ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაატარა.

ასევე იხილეთ:
La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "რომას"
და "პარმას" სამიზნეში

გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა

"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი