აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა "დინამო თბილისის" პრესსამსახურმა მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
* * *
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია:
"სიმართლე გითხრათ, ძალიან არასასიამოვნო გახლდათ ჩემი კოლეგის ინტერვიუს გაცნობა.
ამავდროულად, ეჭვი არ შეგვპარვია, რომ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე.
მე არ დამიმალავს ჩემი გაკვირვება და წყენა მოსკოვის
მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი გენადი სოლოვიოვი:
"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მისამართით ნათქვამი სიტყვები ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხყოფად იქნა აღქმული.
ბოდიშს ვიხდი გაუფრთხილებელი ფრაზისთვის. ჩემ მიერ ნათქვამი არამც და არამც არ ეხებოდა ეროვნებებს, ან ჩვენ შორის ურთიერთობებს.
საუბარი გახლდათ უტიფრულ საქციელსა და "ალანიას" ერთ-ერთ ფეხბურთელზე მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში.
ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ პირადად მე და საფეხბურთო კლუბი "დინამო მოსკოვი" მოწადინებულნი ვართ, განვავითაროთ და განვამტკიცოთ ძმური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობის მატჩის გამართვა თბილისში.
ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, უღრმესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ქართველი ხალხის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ.
ამიტომ მზად ვარ, კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ბოდიში, თუ ჩემდაუნებურად შევეხე ან შევურაცხვყვე იმ ადამიანების გრძნობები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საფეხბურთო ინციდენტთან, რომელიც ვლადიკავკაზში გამართულ მატჩში მოხდა".
ასევე იხილეთ:
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]