გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭაბტურია რუსეთის ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონის რეკორდსმენი გახდა.

ჭანტურიამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რაც ჩემპიონატის ამ სეზონში პირველი შემთხვევაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩემი კარიერა ასე დასრულდა, თუმცა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ მომხდარიყო მსგავსი რამე, სხვანაირად მოვიქცეოდი.

არ ვფიქრობ, რომ მომხდარში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. ეს იყო საპასუხო რეაქცია დინამოელების უხეშობაზე.

ქართველები ამაყი ერი ვართ და ნებისმიერ შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ. ზუსტად ასე მოვიქეცი კოკორინთან სიტუაციაში.

ეს არ იყო დამოკიდებული მეტოქეზე, სათამაშო ადგილზე. ეს
შეიძლებოდა ჰოლანდიაში ან საქართველოშიც მომხდარიყო. ყველამ საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგოს.

როცა არბიტრმა წითელი ბარათი მაჩვენა, დავფიქრდი, თუმცა არა დისკვალიფიკაციაზე, საჯარიმო სანქციებსა
და ჩემს კარიერაზე რუსეთის ჩემპიონატში, არამედ იმაზე, რომ "ალანია" დავაღალატე, სადაც პირველივე დღიდან კარგი პირობები შემიქმნეს. ამიტომ, ბიჭებო, მაპატიეთ!

ხშირად გამახსენდებით ჰოლანდიაში, "ვიტესში", სადაც იჯარის დასრულების შემდეგ უნდა დავბრუნდე",
- თქვა ჭანტურიამ "სოვეტსკი სპორტთან" საუბარში.

შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" შეხვედრაში გაწევ-გამოწევის დროს ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრ კოკორინმა სახეში გაარტყა. ჭანტურიამ კოკორინს ხურდა მალევე დაუბრუნა - დრო იხელთა თუ არა, ჩაარტყა და შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჭანტურია გირსი იყავი შენი მოჩრილი ტავიტ ვინმე სკინხედს Fეხბურთი ეთამაშA
0
არც ვაჟკაცური იყო და არც ქართული მაგის საქციელი, სუფთა ციცინოსავით მოიქცა :D ერთი მოხვდა გაშლილი ხელი და გაწვა მინდორზე :D :D
baraba111
11:32 01-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული