ირაკლი კლიმიაშვილი ლატვიურ "სკონტოში" გადავა

AutoSharing Option
ირაკლი კლიმიაშვილი კარიერას, სავარაუდოდ, ლატვიაში გააგრძელებს. 7 ივნისს "ლელომ" შეიტყო, რომ 25 წლის ნახევარმცველი რიგაშია და ბალტიისპირული ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "სკონტოში" ვარჯიშობს.

ირაკლიმ კარიერაში ხუთი კლუბის ფორმა მოირგო. 2005-2010 წლებში "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, 2011-2013 წლებში მახაჩყალის "ანჟიში" ირიცხებოდა, მაგრამ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია და იჯარით ტაშკენტის "ფახტაკორში" გაუშვეს, საიდანაც გორის "დილაში" აღმოჩდა.

კლიმიაშვილს დეკემბერში გორულ კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტი დაუმთავრდა, უგუნდოდ დარჩა და მარტში კარიერა დროებით ბოლნისის "სიონში" გააგრძელა.

ტექნიკურ გარემარბს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ახალგაზრდულში კი
- 12. "ლელოს" ინფორმაციით, კლიმიაშვილი ლატვიელებს ერთწლიან ხელშეკრულებაზე შეუთახმდა და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული